“დავაკავეთ საქართველოს მოქალაქე რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის” – აფხაზური მხარე

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მათი უწყების თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ შულაია, რომელიც ძებნაში იმყოფებოდა 2002 წელს რუსეთის ტერიტორიაზე ჩადენილი მკვლელობისთვის.
როგორც უწყების პრესსამსახური აცხადებს, შულაია აფხაზეთის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა, შესაბამისი ნებართვის გარეშე.
“არსებული ოპერატიული მონაცემებით, იგი შედიოდა კრიმინალური ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც მოქმედებდა საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიაზე. შულაია გადაეცა რუსეთის ფედერაციას შემდგომი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების გასატარებლად”, – აცხადებს აფხაზური მხარე.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: გამოუშვეს იმიტომ, რომ საზოგადოებამ, მათ შორის ოცნების მხარდამჭრებმა იციან, რომ ახალგაზრდებს პროტესტის გამო იჭერენ, იმის გამო იჭერენ, რომ ამბობენ, რომ ეს სისტემა უსამართლოა!