პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში 25 ტონა მანდარინია ექსპორტირებული

ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში 25 ტონა მანდარინია ექსპორტირებული

ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის ფედერაციაში, ამ დროისთვის, 25 ტონა მანდარინია ექსპორტირებული. ინფორმაციას კრასნოდარის საბაჟო ავრცელებს.
რუსული უწყების ინფორმაციით, გარდა ციტრუსისა, რუსეთში 3 ტონაზე მეტი ფეიხოა არის გაყიდული.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, წელს 37 ათასი ტონა მანდარინის მოსავალია მოსალოდნელი.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტამდე აფხაზეთიდან რუსეთში 25 ათასი ტონა მანდარინი გაიტანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.