ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პუტინმა რუსეთში უვიზოდ შემსვლელი საქართველოს მოქალაქეების სია გააფართოვა

პუტინმა რუსეთში უვიზოდ შემსვლელი საქართველოს მოქალაქეების სია გააფართოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავისი ბრძანებით გაამარტივა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესვლისა და გასვლის პროცედურა.
რუსეთის პრეზიდენტის ბრძანება № 873 10 ოქტომბერს გამოქვეყნდა სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე.
დოკუმენტის თანახმად რუსეთის ფედერაციაში შეცვლის უვიზო რეჟიმი გავრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე. რომლებიც რუსეთში ჩადიან „შრომითი საქმიანობისთვის 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთის ფედერაციაში დროებით ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.
მანამდე საქართველოს მოქალაქეების ამ კატეგორიას რუსეთში უვიზოდ შესვლის უფლება არ ჰქონდათ.
პუტინის ბრძანება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე და საქართველოს მოქალაქეებს ვინც ამ კატეგორიაში ხვდებიან შეეძლებათ რუსეთში შესვლა „მათი პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტების (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით, დიპლომატიური პასპორტის, სამსახურებრივი პასპორტის, მეზღვაურის მოწმობით და საქართველოში დაბრუნების დამადასტურებელი მოწმობის“ საფუძველზე".
პუტინმა საქართველო მოქალაქეებისთვის 2000 წელს დაწესებული სავიზო რეჟიმი 2023 წლის 15 მაისს გააუქმა.
ქვეყნებს შორის, სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმების მოთხოვნით პრორუსული პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" და რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე გამოდიოდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.