ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპანტებმა ოდესის ოლქს დაარტყეს – დაზიანდა ენერგო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა

ოკუპანტებმა ოდესის ოლქს დაარტყეს – დაზიანდა ენერგო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა

რუსეთის საოკუპაციო არმიამ 14 დეკემბრის ღამეს ოდესის ოლქზე მორიგი შეტევა განახორციელა. ცნობილია, რომ დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის – ენერგეტიკის სფერო.
ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ინფორმაციით, მტერმა ოდესის ოლქის ტერიტორიაზე მასირებული შეტევა განახორციელა დამრტყმელი უპილოტო აპარატების გამოყენებით. დაფიქსირდა ენერგეტიკული, სატრანსპორტო, სამრეწველო და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების დაზიანება.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. კიპერის თქმით, ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. მოსახლეობის დასახმარებლად განთავსებულია „მდგრადობის პუნქტები“, ხოლო კრიტიკული ინფრასტრუქტურა გენერატორებზე ფუნქციონირებს.
„ყველაფერი კეთდება, რათა მორიგი შეტევის შედეგები რაც შეიძლება სწრაფად იქნას ლიკვიდირებული,“ – წერს კიპერი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.