ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოდიშარია ოპოზიციაზე: სასოწარკვეთილი დიასახლისებივით არიან, დაჭყვიტინებენ

გაწერილი გეგმის ფარგლებში და ახალი, 9 რეკომენდაციის შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ძალიან მალე, 2024 წლის ბოლოს დასაბუთებული პრეტენზია გვქონდეს იმაზე, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდებით [...] ახლა მხოლოდ ერთი სურვილი გვაქვს, რომ ოპოზიციამ ენას კბილი დააჭიროს - და კიდევ, სხვა თანამდებობის პირებმა, რომლებიც მავნებლობენ [...] ეს ხალხი წყობიდანაა გამოსული. სასოწარკვეთილი დიასახლისებივით არიან, დაჭყვიტინებენ, რომ იქნებ, რამენაირად, ამ ბოლო 9 დღეში ჩვენი ევროპული მისწრაფება დააზიანონ, თუმცა, ვფიქრობ, ფეხი არ ჩაეტევათ. ევროპელებმა ძალიან კარგად იციან, ვისთან უნდა ითანამშრომლონ - ქართული ოცნების ხელისუფლება რეგიონში სტაბილური მოკავშირეა.
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ. 15 დეკემბერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გამოცხადდება.
8 ნოემბერს ევროკომისიამ 9 დათქმით საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.