რაც დათესეს, იმას იმკიან – ოდიშარია ენმ-ში დაპირისპირებაზე

მოქმედ თავმჯდომარესთან არსებული უთანხმოების გამო, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, “ნაციონალურ მოძრაობას”, წევრები ყოველდღე ტოვებენ.
მათ შორის არიან ზუგდიდისა და ჭიათურის საკრებულოს წარმომადგენლები. საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად პარტიის უკვე ყოფილი წევრები “ნაციონალურ მოძრაობაში” არაფორმალურ გავლენებს ასახელებენ.
ლევან ხაბეიშვილი და მისი მხარდამჭერები კი ღიად აცხადებენ, რომ დაპირისპირებული მხარის მოთხოვნების გათვალისწინებას არ აპირებენ.
მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ “ნაცმოძრაობაში” არსებული შიდა დაპირისპირება პარტიას საბოლოოდ დაშლის. ბექა ოდიშარიას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა”, 10 წლის განმავლობაში, აპოკალიფსურ სურათებს ხატავდა და “ნამდვილი აპოკალიფსი საკუთარ პარტიაში მიიღეს”.
“ნაციონალურ მოძრაობა” დაშლილია, განადგურებულია – ეს უბრალო, ელემენტარული ცხოვრებისეული ჭეშმარიტებაა და გარდასახულიც არის ქართულ ანდაზაში, – “რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითა” და “რასაც დასთეს, იმას მოიმკი”. ეს ხალხი, 10 წელიწადი, ხატავდა აპოკალიფსურ სურათებს, სცენარებს იუწყებოდა და ნამდვილი აპოკალიფსი მიიღეს საკუთარ პარტიაში”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო