ოპოზიციაზე: ოპოზიციამ ენას კბილი დააჭიროს

„სასოწარკვეთილი დიასახლისებივით არიან, დაჭყვიტინებენ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ ენას კბილი დააჭიროს.

„გაწერილი გეგმის ფარგლებში და ახალი, 9 რეკომენდაციის შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ძალიან მალე, 2024 წლის ბოლოს დასაბუთებული პრეტენზია გვქონდეს იმაზე, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდებით. ახლა მხოლოდ ერთი სურვილი გვაქვს, რომ ოპოზიციამ ენას კბილი დააჭიროს – და კიდევ, სხვა თანამდებობის პირებმა, რომლებიც მავნებლობენ. ეს ხალხი წყობიდანაა გამოსული.

სასოწარკვეთილი დიასახლისებივით არიან, დაჭყვიტინებენ, რომ იქნებ, რამენაირად, ამ ბოლო 9 დღეში ჩვენი ევროპული მისწრაფება დააზიანონ, თუმცა, ვფიქრობ, ფეხი არ ჩაეტევათ. ევროპელებმა ძალიან კარგად იციან, ვისთან უნდა ითანამშრომლონ – ქართული ოცნების ხელისუფლება რეგიონში სტაბილური მოკავშირეა“, – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…