ოდესის ოლქზე სარაკეტო შეტევები განხორციელდა – უკრაინული მხარე

სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლექზე სარაკეტო შეტევა მიიტანეს. არსებული ცნობით, ს ტაქტიკურმა ავიაცია შეტევა Kh-31P-ს ტიპის რაკეტების გამოყენებით განახორციელა.
როგორც უკრაინული მხარე აღნიშნავს, შეტევების შედეგად მოსახლეობა არ დაშავებულა, თუმცა, რაკეტის ნამსხვრევები ოდესის ტერიტორიასა და ბელგოროდ-დნესტრის რეგიონში რამდენიმე ობიექტს მოხვდა.
„მტერი გააგრძელებს ოდესის რეგიონის ტერორს.
რუსების ტაქტიკური ავიაცია მთელი დღისა და საღამოს განმავლობაში ახორციელებდა სარაკეტო დარტყმებს.
შედეგად, დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა და პორტის ინფრასტრუქტურა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი