არქივი21 ნოემბერი, 2023, 20:55
რუსეთმა ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო შეტევა მიიტანა - უკრაინული მხარე
რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს ქალაქ ზაპოროჟიეზე. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ოდესის ოლქზე სარაკეტო შეტევები განხორციელდა - უკრაინული მხარე
„დაახლოებით 20:43 საათზე, რუსმა ტერორისტებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს ქალაქ ზაპოროჟიეს ერთ-ერთ რაიონზე. რაკეტა, რომლის ტიპიც დადგენის პროცესშია, ღია სივრცეში ჩამოვარდა“, - წერს ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იური მალაშკო.
ამ ეტაპზე, ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.
არქივის შესახებპირველწყარო: newshub.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.