ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოდესაში, დრონებით თავდასხმის გამო, მაღალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევებმა მაღალსართულიანი შენობა დააზიანა და ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიპერის ინფორმაციით, ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. გუბერნატორმა ოდესის მაცხოვრებლებს და თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
"შეტევა კვლავ გრძელდება! ვთხოვ ოდესელებს და ოლქის მოსახლეობას: დარჩით თავშესაფრებში, ნუ უგულებელყოფთ უსაფრთხოებას!" - აღნიშნა კიპერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.