ვიქტორია ნულანდი ამბობს, რომ ამერიკის კონგრესი უკრაინის დახმარებას დაამტკიცებს

-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება, ამბობს, რომ ამერიკის კონგრესი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფას მხარს დაუჭერს და ვაშინგტონისგან $61 მილიარდის ოდენობის დახმარებას მიიღებს.
„უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა ურყევია მთელ ქვეყანაში… მე ძლიერ მჯერა, რომ ამერიკის კონგრესი მხარს დაუჭერს პრეზიდენტ ბაიდენის შეთავაზებას“,- თქვა ნულანდმა ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ რაც ის უკრაინის ლიდერებს შეხვდა.
ნულანდის განცხადების პარალელურად ამერიკის სენატში შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის. რესპუბლიკური პარტიის რადიკალური ფრთა უკრაინის დახმარების წინააღმდეგია. დემოკრატ და რესპუბლიკელ კანონმდებლებს შორის ამ დრომდე გრძელდება დებატები იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოხდეს ამერიკა მექსიკის საზღვრის უსაფრთხოების დაცვა.
პრეზიდენტ ბაიდენის ინიციატივას, დემოკრატებთან ერთად მხარს უჭერს რესპუბლიკური პარტიის კანონმდებელთა დიდი ნაწილი. სენატში, უმცირესობის ლიდერმა რესპუბლიკური პარტიიდან, მიტჩ მაკონელმა თქვა, რომ „ახლა უკრაინის გადარჩენის საკითხია დღის წესრიგში“ და მოუწოდა კოლეგებს პარტიის შიგნით მხარი დაუჭირონ უკაინის დახმარების საკითხს.
უკრაინის, ს და ტაივნის სამხედრო დახმარება მექსიკის საზღვრის კრიზისის მოგვარებასთან ერტად ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს ერთ პაკეტად წარუდგინა, პაკეტი სრულად 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს და დემოკრატები ფიქრობენ, რომ ყველა ამ საკითხის ერთიანი გადაჭრა უნდა მოხდეს, რასაც კანონმდებელთა ნაწილი რესპუბლიკური პარტიიდან არ იზიარებს.
უკრაინის დახმარების მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა, ნატოს გენერალურმა მდივანმაც, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფებოდა. იენს სტოლტენბერგის თქმით, დასავლეთის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა გაგრძელდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კვლევა ჩავატარეთ, შევამოწმეთ რესპონდენტების IQ და მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში 45,6 პროცენტი

ირაკლი კობახიძე – „ნაცი“ ყველაფერ რუსულზე თავს იღიზიანებს, ასე იღიზიანებენ თავს ნიკოლოზ ე.წ. რაჭველი, ნინო ქათამაძე და სხვა ცნობილი „ნაციონალები“, რომლებიც 2019 წლამდე რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ