ფინეთი დარწმუნებულია, რომ უნგრეთი უკრაინის 50 მილიარდიან დახმარებას ვეტოს მოხსნის

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის განცხადებით, ის დარწმუნებულია რომ უნგრეთის პრემიერი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტს ვეტოს მოხსნის.
50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას, უნგრეთმა ვეტო 2023 წლის დეკემბერში დაადო.
ვალტონენის განცხადებით, 22 იანვარს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან, პიტერ სიიარტოსგან “პოზიტიური სიგნალი მიიღო”.
“მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ უკრაინის დახმარების დამტკიცებას. თუ ვერ, ჩვენ ვიპოვით სხვა გამოსავალს”, – ამბობს ფინელი დიპლომატი.
მისივე თქმით, ევროპამ კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს უკრაინის თავდაცვის დახმარება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან