ნოშიკო ნამორაძე ირაკლი ღარიბაშვილზე – დარწმუნებული ვარ, კარგად არის და არ ეშინია დაჭერის, არც არის ამის საშიშროება

„ვრ ჰოლდინგის” დამფუძნებლის, ნოშიკო ნამორაძის განცხადებით, ის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრობს და დარწმუნებულია, რომ მას დაჭერის არ ეშინია, ვინაიდან „ამის საშიშროება არ არის“.
აღნიშნულის შესახებ მან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ სად იმყოფება ირაკლი ღარიბაშვილი ახლა და ეშინია თუ არა მას დაჭერის.
„დარწმუნებული ვარ, კარგად არის [ირაკლი ღარიბაშვილი]. დარწმუნებული ვარ, არა, არ ეშინია [დაჭერის], არც არის მაგის საშიშროება. მე ვძმაკაცობ, ვმეგობრობ ირაკლი ღარიბაშვილთან. მე არ ვარ ის კაცი და ადამიანი ვინც უარყოფს გარკვეული თანამდებობის გამო პიროვნულ ურთიერთობებს. ყოველთვის მისი ერთგული და მეგობარი ვიქნებით“,- აღნიშნა ნამორაძემ „ტვ პირველთან“, რომელიც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ გამართულ თბილისის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან