“ღარიბაშვილთან ვძმაკაცობ… მას დაჭერის არ ეშინია” – ნოშრევან ნამორაძე

“ღარიბაშვილთან ვძმაკაცობ… მას დაჭერის არ ეშინია” – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის ახლო მეგობარმა, ბიზნესმენმა, ნოშრევან ნამორაძემ განაცხადა. ის ცოტა ხნის წინ კალაძის პრეზენტაციაზე გამოჩნდა.
მისი თქმით, მან არ იცის სად არის ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა დარწმუნებულია, რომ მას დაჭერის არ ეშინია და ამის საშიშროება არ არსებობს.
“მე ვძმაკაცობ, ვმეგობრობთ ირაკლისთან ღარიბაშვილთან. მე არ ვარ ის ადამიანი და ის კაცი, რომელიც უარყოფს გარკვეული რაღაცა თანამდებობის გამო ესე პიროვნულ ურთიერთობებს და ყოველთვის ვიქნები ერთგული და მეგობარი მისი.
არ ვიცი [სად არის], კარგად არის დარწმუნებული ვარ და კარგადაც იქნება.
არა, არ ეშინია [დაჭერის] დარწმუნებული ვარ და არც არის საშიშროება მაგის,” – განაცხადა ნოშრევან ნამორაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სემეკ-ის წევრი – სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რა დროსაც მოხდა ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა, მიმდინარეობს შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები

გია ხუხაშვილი – ქვეყანაში „ოცნებისთვის“ დამახასიათებელი ბოროტი რომანტიკაა – რუსეთისთვის სირთულეს არ წარმოადგენს საბოტაჟის მოწყობა, გვაფრთხილებს – „ენგურჰესი“ რუსების ირიბი კონტროლის ქვეშაა, აფხაზეთიდან შეუძლიათ ამის გაკეთება