ირაკლი ნადირაძე – ფაქტია, რეჟიმს ძალიან ეშინია მოახლოებული 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციის და ამის დადასტურებაა ბიძინა ივანიშვილის წერილიც – ეს დღე დასრულდება ქართველი ხალხის მშვიდობიანი დროშების რევოლუციით

ფაქტია, ბიძინა ივანიშვილს და მის ძალოვან უწყებებს ყველაზე მეტად აშინებს 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუცია, რასაც ვერ გადაარჩენს ვერც წერილი და ვერც სუს-ის ხრიკები, რადგან როგორც თავადაც აღიარებენ, თუ ასობით ათასი ადამიანი გამოვა ქუჩაში, მათი ხელისუფლება საბოლოოდ დამთავრებულია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ვერანაირი გეგმა და ხრიკი ვერ იმუშავებს.
„ფაქტია, რომ რეჟიმს ძალიან ეშინია მოახლოებული 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციის და ამის ნათელი დადასტურებაა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი წერილიც. ფაქტია ისიც, რომ სუს-ი ამ დრომდე ცდილობდა და ცდილობს მოიპოვოს პაატა ბურჭულაძის და ჩვენი სამოქმედო გეგმა – რას ვაპირებთ 4-ში, მაგრამ ამის ნაცვლად აღმოჩნდა, რომ ჩვენ მოვიპოვეთ მათი სამოქმედო გეგმა – რას აპირებენ ისინი.
ეს ნათელი დადასტურებაა, რომ მოედინება ზღვა ინფორმაცია “ქართული ოცნებიდან” მათ შორის მათი ძალოვანი უწყებებიდან. ერთი რამ არის მთავარი – ვერანაირი ბიძინა ივანიშვილის ვერც გეგმა, ვერც ხრიკი ვერ იმუშავებს, თუ კი ჩვენ გამოვალთ ქუჩაში ასობით ათასი გულანთებული პატრიოტი, თავისუფლების მოყვარე ქართველი ადამიანი. ამას თვითონაც ამბობენ, რომ თუ ბევრი ხალხი იქნება, ისინი უბრალოდ დამთავრებულები არიან, ამიტომ ერთი რამ დაგვრჩა მხოლოდ: 4-ში გამოვიდეთ რაც შეიძლება ბევრი.
ეს დღე იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე და როგორც არ უნდა ეშინოდეს ბიძინა ივანიშვილს, ეს დღე დასრულდება ქართველი ხალხის მშვიდობიანი დროშების რევოლუციით“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს