არქივი22 მაისი, 2024, 07:21
ნორვეგიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა
ნორვეგიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა, - ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გაჰრ სტიორემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„აღიარების გარეშე ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა არ იქნება“, - განაცხადა იონას გაჰრ სტიორემ.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ძალაში 28 მაისს შევა.
Politico-ს ცნობით, მოსალოდნელია, რომ დღეს პალესტინის სახელმწიფოს კიდევ ორი ევროპული სახელმწიფო, ესპანეთი და ირლანდია აღიარებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.