ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნოვოროსიისკის პორტში უკრაინამ რუსეთის სამხედრო გემები დაბომბა

ნოვოროსიისკის პორტში უკრაინამ რუსეთის სამხედრო გემები დაბომბა
ნოვოროსიისკის პორტში უკრაინამ რუსეთის სამხედრო გემები დაბომბა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრ „ალფას“ დრონებით დაიბომბა საზენიტო სარაკეტო სისტემები, რადარები და ნავთობტერმინალი.
🔴 დრონებით იერიშს პორტში ხანძარი მოჰყვა.
💬 „უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს სისტემატურ მუშაობას მოწინააღმდეგის სამხედრო, ფინანსური და ლოჯისტიკური პოტენციალის შესასუსტებლად. თითოეული ასეთი სპეცოპერაცია პირდაპირ გავლენას ახდენს რუსების ომის წარმოებისა და ბიუჯეტში ნავთობდოლარებიდან შემოსავლების მიღების უნარზე. გაზაფხულის „ბამბის“ [უკრაინა მას ირონიულად აფეთქებებს უწოდებს] სეზონი დაიწყო“ | იტყობინება უსაფრთხოების სამსახური.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.