“მტკიცე მცველი” – NATO-მ ბოლო 36 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წვრთნები დაიწყო

“მტკიცე მცველი” – NATO-მ ბოლო 36 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წვრთნები დაიწყო. მასში ჩართული იქნება 90 000 სამხედრო მოსამსახურე, 50 სამხედრო-საზღვაო გემი, 80 თვითმფრინავი და 1100-ზე მეტი საბრძოლო მანქანა.
სამხედრო სწავლება ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკის პორტიდან აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სადესანტო გემის გასვლით დაიწყო, რომელიც ატლანტიკურ ოკეანეს გადაკვეთს. იანვრის ბოლომდე წვრთნებს კანადის ფლოტის ხომალდი შეუერთდება, რომელიც ევროპისკენ გაემართება.
წვრთნების მიზნად სახელდება ალიანსის რეაქციის იმიტირება ისეთი ქვეყნების მხრიდან თავდასხმაზე, როგორიცაა, მაგალითად, რუსეთი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო