ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„იქიდან გამომდინარე, რომ გასაყიდი ფასი უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე ქირა, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები კვლავ კლებადია“ - „თიბისი კაპიტალი“

„იქიდან გამომდინარე, რომ გასაყიდი ფასი უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე ქირა, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები კვლავ კლებადია“ - „თიბისი კაპიტალი“
2023 წლის დეკემბერში, თბილისში, უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობამ ნოემბერთან შედარებით საგრძნობლად იმატა, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,680 შეადგინა და წინა თვის მაჩვენებელს 14%-ით გადააჭარბა.
„თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, მაღალი საბაზისო ეფექტის გამო, წლიურ ჭრილში 4%-იანი კლება დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, გასაყიდი ფასი $1,205-ს გაუტოლდა, რაც დაახლოებით 2%-ით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს. წლიურმა ზრდამ კი 12% შეადგინა. გაზრდილი ფასების ფონზე ბაზრის მოცულობამ $296 მილიონს მიაღწია და 2022 წლის დეკემბერთან შედარებით 7%-ით გაიზარდა.
გასაქირავებელი ფასი $12.2-ს გაუტოლდა, წინა თვესთან შედარებით 1%-ით შემცირდა და წლიურად 1%-ით გაიზარდა.
„იქიდან გამომდინარე, რომ გასაყიდი ფასი უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე ქირა, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები კვლავ კლებად ტრენდზე დარჩა და 10.7% შეადგინა, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს (-0.3პპ თ/თ). 2023 წელს თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობმა (საცხოვრებელი) 1.5 მილიონ კვადრატულ მეტრს მიაღწია და წლიურად 56%-ით გაიზარდა“, - ნათქვამია თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.