ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პროკურატურა "ტვ პირველის" ინფორმაციაზე - საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია

პროკურატურა "ტვ პირველის" ინფორმაციაზე - საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია

საქართველოს პროკურატურა მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც უწყებამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული, რაზეც მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი, 2022 წელს მომხდარ ფაქტს შეეხება.

"გავრცელდა "ტვ პირველის" ანონსი პოლიციაში ჩადენილი დანაშაულის შესახებ, რომელზეც დღეს მოგვამართეს ნოდარ მელაძის შაბათიდან. მიუხედავად იმისა, რომ მას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია მან გადაცემის ანონსში არ ჩასვა", - აცხადებენ პროკურატურაში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.