ნინო ნაცვალაძე: ყველას განაწყენებას ვახერხებთ, მეგობრებს და მოკეთეებს პანტა-პუნტით ვკარგავთ…

შტუტგარტის კლინიკის ანესთეზიოლოგი, ნინო ნაცვალაძე:
ზაარბრუკენიც დააცურა მთაწმინდიდან….
უმადურებაზე ცუდი, იშვითად თუ არის რამე … ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა… არც უმადური და დაუნახავი “მეგობრის” დაკარგვაა სანანებელი… ხოდა, სწორედ ასეთი სიკეთედაუნახავის როლში აღვმოჩნდით დღეს ქართველები … 19 მაისს, ჩვენმა დიდი ხნის მეგობარმა, კულტურით და საუნივერსიტეტო განათლებით გამორჩეულმა, გერმანიის ცნობილმა ქალაქმა- ზაარბრუკენმა თბილისს უარი უთხრა მეგობრობის გაგრძელებაზე. ხომ უნდა ამას ნიჭი და მოხერხება, 51 წლიან მეგობრობაში ჩაისვარო, ყველაფერი გააფუჭო და მერე, მორიგების ნაცვლად, თითი უქნიო და ცინიზმით “სამძიმრის წერილი” გაუგზავნო მეგობარს, რომელთანაც ნამდვილად ვალში ხარ?!… და აი რატომ…
როგორც გავარკვიე, ეს ურთიერთობა დაწყებულა 1975 წელს, როცა მსგავსი პრეცენდენტი არ ყოფილა სსრკ-ს და დასავლეთ გერმანიის ქალაქებს შორის. მეგობრობა დაწყებულა კულტურული კავშირებით, შემდეგ გაფართოვდა ახალგაზრდების გაცვლით… ზაარლანდის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა მიეცა უამრავ ქართველს. სტუდენტების გაყვანა და პარტნიორობა დაიწყო 1983 წ. თსუს -თან, 1985 წ.-დან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. შემდგომ წლებში მასიური გაცვლა დაიწყო სტუდენტების, პროფესორების, დოქტორანტების. თავად ვარ იმის მოწმე, ჯოჯოხეთურ 90-იან წლებში, ქართულ საუბარს მხოლოდ ზაალბრიუკენის ქუჩებში რომ გაიგონებდი. ამის გარდა რამდენი სიკეთე გაგვიკეთეს…. კრიზისულ სიტუაციაში ,სამოქალაქო ომის დროს ზაარლანდის მაშველთა კავშირმა ორგანიზება გაუკეთა და შემოიტანა უფასოდ საკვები (განსაკუთრებით ჩვილებისთვის), წამლები, სამოსი…. უსაფრთხოების მიზნით, ჩვენი ბავშვებიც გაიყვანეს გერმანულ ოჯახებში, შიმშილისგან და ლტოლვილობისგან დასახსნელად . 2002 წ. ფულადი დახმარება გაგვიწიეს მიწისძვრის დროს . მერე იყო დახმარება სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის….მიწის რეესტრის სისტემაშიც კი ყოფილა მათი წვლილი… მაგრამ ეს საქმეები არ ახსოვს ბატ კალაძეს, ვერც მთავრობაში მოიძებნა ადამიანი, მეგობრის გაკეთებულ სიკეთეს რომ დაინახავს…. ზაარლანდში ნასწავლი ხალხიც კი გაქრაბუნებაში… მოკლედ, როცა არ გინდა, არც სხვისი გაკეთებული საქმე ჩანს და არც მისი გამკეთებელი…  ყველას განაწყენებას ვახერხებთ, მეგობრებს და მოკეთეებს პანტა-პუნტით ვკარგავთ…. ისე, იმასაც ბედი უნდა, განათლების ცენტრად ცნობილ ზაარბრიუკენთან, ჩვენი მხარის მოსარჩლედ და დამცველად, “პასუხის პასუხი” ჩვენს შორის ყველაზე განათლებულ და კრეატიულ ქალაქის მერს რომ ერგო….
ისე მაგარია, ზაარბრუკენიც დააცურა მთაწმინდიდან!…..