ნინო სურგულაძე: ბავშვებმა წამალი აუცილებლად უნდა მიიღონ, ეს არ არის ფუფუნება, ეს არ არის ახირება…

საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე:
ბავშვებმა წამალი აუცილებლად უნდა მიიღონ…
ეს არ არის ფუფუნება.
ეს არ არის ახირება.
ეს არის მათი ყოველდღიური ბრძოლა მოძრაობისთვის, სუნთქვისთვის, სიცოცხლის ხარისხისთვის… ბავშვობისთვის.
დიუშენის დიაგნოზი ძალიან მძიმე გზაა როგორც ბავშვებისთვის, ისე მათი ოჯახებისთვის. მაგრამ დღეს უკვე არსებობს შესაძლებლობა, რომელიც მათ მდგომარეობას ამსუბუქებს, აძლევს დროს, იმედს და ძალას.
და როცა იმედი არსებობს — გულგრილობის უფლება აღარ გვაქვს.
100 ბავშვი დღეს ელოდება არა სიბრალულს, არამედ შანსს.
შანსს, რომ უფრო დიდხანს ირბინონ, ჩაიხუტონ მშობლები, იოცნებონ, გაიზარდონ…
ხშირად ერთი ადამიანის დახმარება პატარა გვეჩვენება.
მაგრამ როდესაც ბევრი ადამიანი ერთ გულად ერთიანდება — სწორედ მაშინ ხდება სასწაული.
მჯერა სიკეთის.
მჯერა, რომ საზოგადოება და სახელმწიფო, რომელსაც სხვისი ტკივილის დანახვა შეუძლია, ყველაზე ძლიერია.
და მჯერა, რომ ამ ბავშვებს მარტო არ დავტოვებთ.❤️

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ