ნინო ჯღარკავა: ამდენი ხანი ჩუმად ვიყავი და ვერ შეირგო ვერავინ, ღარიბაშვილის ,,ვითომ ,,მხარდამჭერები,, ისეთი სიტყვებით მლანძღავენ, ნაცებს რომ არ უკადრებიათ

“ამდენი ხანი ჩუმად ვიყავი და ვერ შეირგო ვერავინ, ღარიბაშვილის ,,ვითომ ,,მხარდამჭერები,, ისეთი სიტყვებით მწყევლიან, მაგინებენ, მლანძღავენ და მათრევენ, ნაცებს რომ არ უკადრებიათ, რა დავაშავე იქნებ ამიხსნათ, იქნებ მითხრათ, რა არის ჩემი დანაშაული, 2012 წლიდან 2025 წლამდე ღარიბაშვილის დაცვის გამო მათრევდნენ ტალახში და ათას სიბინძურეს ვიტანდი, არცერთი არ მახსოვხართ მაშინ და თქვენი ხმა არ გამიგია მის დასაცავად და დღეს ჩემი თრევაა ტრენდი? ან მე ვინ გავწირე, სად გავწირე, ან მე ვინ დავიჭირე, ან მე ვის დავუთვალე უკანონო თუ კანონიერი შემოსავალი, ჩემთვის მთავარი და პრინციპული იყო, არის და იქნება და მისი გუნდი! არც არასდროს მიღალატია არავისთვის და არც ვუღალატებ, ყველამ თავის თავს უღალატა, არც არავისთან მქონია ვალდებულება და უანგაროდ გულწრფელად მჯეროდა და ვიცავდი ყველას! თუ ვინმეს აქვს ჩემთან მოსახდელი ბოდიში მათ პირველ რიგში, გეყოფათ, ამდენი ტროლი, ბოტი და მხარდამჭერი თუ გყავდათ ჩემს კისერზე რატომ გადადიოდა ყველა სიბინძურე! შეაჩერეთ ეგ თქვენ ტროლები გამიფრთხილებიხართ!” | წერს ოცნების პროპაგანდისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში