ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნინო ნადირაძე: შვილებო – არავის ფულებსა და ინტერესებს არ შეეწიროთ

"არავის შევეწირები. არც თქვენ, შვილებო – არავის ფულებსა და ინტერესებს არ შეეწიროთ. დიახ, ჩვენი ყველაზე დიდი მტერი არის რუსეთი, რომელიც ყველანაირ ფორმას ირგებს, ყველანაირ სახელს იწერს, ყველაფერზე მიდის იმისთვის, რომ დღეს თქვენ თქვენივე ქვეყანაში მოაწყოთ არეულობა, – ამის შესახებ „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განაცხადა.
„ექსპრეზიდენტთან ერთად ვიჯექი პალატაში, ტელევიზორს ვუყურებდი როგორ იბომბებოდა კიევი, გამოაცხადეს, რომ დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. დავიწყე ტირილი და მეუბნება – რა გატირებსო, ეს არის სტატისტიკაო, დიდი პოლიტიკა ამას მოითხოვსო. მე ვუთხარი – შენ რომ ერთი გრადუსით აგიწევს სიცხე, ლამის ციხეში გვსვამ და ის დაღუპული ვიღაცის შვილია, ვიღაცის დედაა, ვიღაცის ძმაა-თქო. ჩვენ დიდ პოლიტიკოსებს ეს ხალხი უნდა შეგვეწიროსო, ასე მიპასუხა“, – აღნიშნა ნინო ნადირაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.