ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება საქართველოს ინტერესებს ვემსახურები და არასდროს გამიტარებია უცხო ქვეყნის ინტერესი!“ - ნინო ზამბახიძე

„მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება საქართველოს ინტერესებს ვემსახურები და არასდროს გამიტარებია უცხო ქვეყნის ინტერესი!“ - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების კანონს. მისი თქმით რასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობა, შესაძლოა მიღწეულ იქნას მათი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად დარეგისტრირებისა და ზოგადად ასეთი რეესტრის შექმნის გარეშეც.
„კომერსანტი“ ნინო ზამბახიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„რა გვწყინს კანონს რომ რუსულს ვეძახით? დავარქვათ საზიანო კანონი თუნდაც. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ უჭერენ მხარს ამ კანონს და ღიად აცხადებენ რომ ეს არის ქვეყნისთვის და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციისთვის სახიფათო! მე მომხრე ვარ გამჭირვალიბის! არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობა, შესაძლოა მიღწეულ იქნას მათი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად დარეგისტრირებისა და ზოგადად ასეთი რეესტრის შექმნის გარეშეც, რისთვისაც მოქმედ კანონმდებლობაში არასაკმარისი მექანიზმის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა შევიდეს შესაბამისი ცვლილებები, როგორც „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე „საგადასახადო კოდექსსა“ თუ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონებში. კერძოდ, ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით, სრულიად საკმარისი და ეფექტიანი იქნება განისაზღვროს გრანტების შესახებ კანონში, რომ გრანტის მიმღები ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი ყოველწლიური ფორმების, დეკლარაციებისა და ანგარიშების შევსება და წარდგენა, როგორც შემოსავლების სამსახურისთვის, ასევე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის.
არ იქნება საკმარისი არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლების და მათი ხარჯვის კანონიერების შესწავლისა და კონტროლისათვის?
მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება საქართველოს ინტერესებს ვემსახურები და არასდროს გამიტარებია უცხო ქვეყნის ინტერესი!
ძალა ევროპაში და ევრო ატლანტიკურ ინტეგრაციაშია!“ - წერს ნინო ზამბახიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.