„ექსპრეზიდენტთან ერთად ვიჯექი პალატაში, ტელევიზორს ვუყურებდი როგორ იბომბებოდა კიევი, გამოაცხადეს, რომ დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი“ – რას იხსენებს ნინო ნადირაძე

„ექსპრეზიდენტთან ერთად ვიჯექი პალატაში, ტელევიზორს ვუყურებდი როგორ იბომბებოდა კიევი, გამოაცხადეს, რომ დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი“ – რას იხსენებს ნინო ნადირაძე
არავის შევეწირები. არც თქვენ, შვილებო – არავის ფულებსა და ინტერესებს არ შეეწიროთ. დიახ, ჩვენი ყველაზე დიდი მტერი არის რუსეთი, რომელიც ყველანაირ ფორმას ირგებს, ყველანაირ სახელს იწერს, ყველაფერზე მიდის იმისთვის, რომ დღეს თქვენ თქვენივე ქვეყანაში მოაწყოთ არეულობა, – ამის შესახებ „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განაცხადა.
„ექსპრეზიდენტთან ერთად ვიჯექი პალატაში, ტელევიზორს ვუყურებდი როგორ იბომბებოდა კიევი, გამოაცხადეს, რომ დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. დავიწყე ტირილი და მეუბნება – რა გატირებსო, ეს არის სტატისტიკაო, დიდი პოლიტიკა ამას მოითხოვსო. მე ვუთხარი – შენ რომ ერთი გრადუსით აგიწევს სიცხე, ლამის ციხეში გვსვამ და ის დაღუპული ვიღაცის შვილია, ვიღაცის დედაა, ვიღაცის ძმაა-თქო. ჩვენ დიდ პოლიტიკოსებს ეს ხალხი უნდა შეგვეწიროსო, ასე მიპასუხა“, – აღნიშნა ნინო ნადირაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან