ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნინო დოლიძე - „სამართლიანი არჩევნები“ არ აპირებს „რუსული კანონის“ შესაბამისად იმ რეესტრში დარეგისტრირებას, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას გამოიწვევს

ნინო დოლიძე - „სამართლიანი არჩევნები“ არ აპირებს „რუსული კანონის“ შესაბამისად იმ რეესტრში დარეგისტრირებას, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას გამოიწვევს

ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, არ ვაპირებთ „რუსული კანონის“ შესაბამისად რეესტრში რეგისტრაციას და არც დავრეგისტრირდებით, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი არის ღირსების შემლახავი და ის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას გამოიწვევს.
„ჩვენ არ ვაპირებთ „რუსული კანონის“ შესაბამისად და მიხედვით რეგისტრაციას, იმიტომ, რომ ეს კანონი არის ღირსების შემლახავი, ეს კანონი ეწინააღმდეგება ადამიანი უფლებებს, ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ასევე, რაც მთავარია, ეს კანონი გამოიწვევს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და ზოგადად, დემოკრატიულ განვითარებას, ამიტომ ცხადია, ისეთი კანონის შესაბამისად არ დავრეგისტრირდებით, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, არ ვაპირებთ რეგისტრაციას და არც დავრეგისტრირდებით,“ - განაცხადა დოლიძემ.
ცნობისთვის, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრირების ვადა დღეს იწურება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.