ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანა დოლიძე - „რუსული კანონის“ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ათი ათასობით ადამიანი დარჩება ელემენტარული შემოსავლის გარეშე

„რუსული კანონი“ არის ის მოღალატეობრივი აქტი, რომელიც არა მხოლოდ კეტავს კარს ევროკავშირისკენ, არამედ უმუშევარს ტოვებს ისეთ ხალხს, რომელსაც ბოლო შემოსავალი ჰქონდა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება.
მისი თქმით, „რუსული კანონის“ მიღებამ ათი ათასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვია.
„ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაც „რუსული კანონის“ მიღებამ გამოიწვია, ათი ათასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენაა. ეს ხალხი ეწეოდა მცირე მეწარმეობას, იღებდა მცირე და საშუალო გრანტებს ევროპიდან და აშშ-დან, რათა განევითარებინათ თხილის თუ სხვა ადგილობრივი პროდუქტის წარმოება რეგიონებში, ასაქმებდა ოჯახებსა და ათეულობით ადამიანს. რეგიონებში ხალხი ამით ცხოვრობს, პატარა გრანტები ამაგრებს სოფლებს. „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ ეს ყველაფერი შეწყდება. შესაბამისად, „რუსული კანონი“ არის ის მოღალატეობრივი აქტი, რომელიც არა მხოლოდ კეტავს კარს ევროკავშირისკენ, არამედ უმუშევარს ტოვებს ისეთ ხალხს, რომელსაც ბოლო შემოსავალი ჰქონდა“, - წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.