ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„სირცხვილია“ რუსული კანონის რეესტრში დარეგისტრირდება

მოძრაობა „სირცხვილია“ რუსული კანონის შედეგად შექმნილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში“ დარეგისტრირდება.
ამის შესახებ განცხადება მოძრაობამ თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა.
ამ გადაწყვეტილებას „სირცხვილიას“ წევრები იმითი ხსნიან, რომ:
· ორგანიზაციას აქამდეც ეძახდნენ სხვადასხვა ეპითეტს, და ამის ფორმალურად გაფორმებას „დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან თუკი რამე ზიანი შეიძლებოდა მოეტანა ამ იარლიყებს, უკვე მოიტანა“;
· „კანონის ახალი რედაქციით აგენტის სტატუსი არაა გათვალისწინებული, ამიტომ, თვითონ რეგისტრაცია ან არ-რეგისტრაცია არ განაპირობებს, მიიღებს თუ არა ორგანიზაცია აგენტის სტატუსს – ეს ისევ დამოკიდებულია ხელისუფლების პროპაგანდაზე“;
· „ცუდი ვარიანტებიდან ვეცადეთ, აგვერჩია შედარებით ნაკლებად ცუდი ვარიანტი საქმისთვის“;
· „ჩვენი მთავარი ამოცანაა, დასახული მიზნები, — გვიახლოვდება არჩევნები, – მას შევხვდეთ მზად და შევინარჩუნოთ ორგანიზაცია და რესურსები, არ დაგვეკისროს ჯარიმა;
· „ხელისუფლება კანონით იტოვებს უფლებას, [თუ არ მოხდება ნებაყოფლობით რეგისტრაცია], იძულებით დაარეგისტრიროს ორგანიზაცია“;
ვიდეოში აქტივისტები ამბობენ, რომ მრავალჯერადი ჯარიმების გამო ორგანიზაცია, ერთხელ, ვეღარ შეძლებს ჯარიმების გადახდას და შეაჩერებს მუშაობას, ხოლო სწორედ ეს უნდა ხელისუფლებას.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.