ნიკოლ ფაშინიანი – ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს პოლიტიზება უნდა აღვკვეთოთ

ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს პოლიტიზება უნდა აღვკვეთოთ. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„ჩვენ ეკონომიკური ურთიერთობების ფარგლებში თანამშრომლობის განვითარებას ვაგრძელებთ. ვცდილობთ, აღვკვეთოთ ევრაზიული ინტეგრაციის პოლიტიზების მცდელობები“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს პრინციპები პოლიტიკურ ამბიციებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული.
„ვაჭრობისა და ინტეგრაციის ფუნდამენტური თავისუფლებები პოლიტიკური მიზეზების გამო არ უნდა შეიზღუდოს. ეს აუცილებლად გამოიწვევს გაერთიანების ფუნდამენტური პრინციპების კოროზიას“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომასა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოთა (დსთ) მეთაურების არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში რუსეთში, კერძოდ, სანქტ-პეტერბურგში გუშინ ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

როლანდ პრაისი – შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაცია მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება საქართველოსთვის, ისევე, როგორც დანარჩენი მონაწილე ქვეყნებისთვის შავი ზღვის ორივე მხარეს