არქივი25 დეკემბერი, 2023, 11:37
ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში ჩადის
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი ვიზიტით რუსეთს ეწვევა, - ინფორმაციას რუსული მედია სომხეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ფაშინიანი დღეს ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, ხვალ კი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოთა (დსთ) მეთაურების არაფორმალურ შეხვედრას დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ფაშინიანი, ერევანსა და მოსკოვს შორის მზარდი განხეთქილების ფონზე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ყირგიზეთში გამართულ სამიტს არ დაესწრო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.