ფაშინიანი აცხადებს, რომ ევრაზიის ჯგუფის მორიგე თავმჯდომარის როლში კონცენტრაციას ეკონომიკაზე მოახდენს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 25 დეკემბერს განაცხადა, რომ აპირებს წევრთა “პოლიტიკურ ამბიციებზე” წინ დააყენოს ეკონომიკური თანამშრომლობა, როცა 2024 წელს გახდება რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAES) მორიგე თავმჯდომარე.
სომხეთის ტრადიციულად ახლო კავშირები მოსკოვთან ბოლო თვეებში შეირყა, უთანხმოებათა ციკლის შემდეგ – მათ შორის ერევნის უკმაყოფილების გამო რუსეთის მიმართ, რადგან, სომხეთის აზრით, მოსკოვმა მას მხარი არ დაუჭირა მაშინ, როცა მეტოქე აზერბაიჯანმა წელს კონტროლი დაიბრუნა ეთნიკური სომხებით დასახლებულ, მთიანი ყარაბაღის რეგიონზე.
ფაშინიანი ამ განცხადებებით გამოვიდა სანკტ-პეტერბურგში, სადაც მონაწილეობა მიიღო EAES-ის საბჭოს შეხვედრაში. ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ასევე შედიან ყაზახეთი, ბელარუსი და ყირგიზეთი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ