არქივი6 თებერვალი, 2024, 15:44
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში აზერბაიჯანში იმყოფება
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ამის შესახებ იფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში 2024 წლის 7 თებერვალს აზერბაიჯანში დაგეგმილ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.