ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის საქართველოში გამოგზავნის თაობაზე ეუთო/ოდირში მოწვევა უახლოეს დღეებში გაიგზავნება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის საქართველოში გამოგზავნის თაობაზე ეუთო/ოდირში მოწვევა უახლოეს დღეებში გაიგზავნება.
ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა არჩევნების გამართულად, დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას. უახლოეს დღეებში, ეუთო/ოდირში გაიგზავნება მოწვევა იმისთვის, რომ მათი გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში ჩამოვიდეს. აბსოლუტურად ღია ვიქნებით თანამშრომლობისთვის და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ყველა დემოკრატიული პრინციპი, სტანდარტი იყოს დაცული“,- განაცხადა კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.