“მე ვიცი, ვინ იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი” – ნიკოლოზ სამხარაძე

საგარეო ურთიერთობათა პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ამტკიცებს, რომ ამ დროისთვის მას არ მიუღია საგარეო საქმეთა მინისტრობის შემოთავაზება. ამავე დროს, ის ამბობს, რომ იცის, ვინ იქნება ახალი მინისტრი.
“პრემიერმინისტრი წარადგენს კაბინეტს. რაც შეეხება ჩემს თავს, მე ვარ აქ, პარლამენტში და ვაგრძელებ მუშაობას კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე […] შემოთავაზება არ მიმიღია.
[…] მე ვიცი, ვინ იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი, ოღონდ მე ვერ ვიტყვი ამას, იმიტომ, რომ ეს არის პრემიერმინისტრის პრეროგატივა”, – უთხრა სამხარაძემ ჟურნალისტებს.
გარდა ამისა, სამხარაძე ფიქრობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში არ მოიძებნება დეპუტატი, ვინც მხარს არ დაუჭერს ირაკლი კობახიძის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხარაძის გარდა, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე განიხილება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილიც. თუმცა, შეთავაზების მიღება მანაც უარყო.
ხვალ, 1-ელ თებერვალს, 14:00 საათზე გაიმართება მმართველი პარტიის ყრილობა. შეკრებაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ს წარადგენს. ს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოზიციაზე აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჩაანაცვლებს. ის თანამდებობიდან 29 იანვარს გადადგა.
ახალმა პრემიერმა უნდა წარადგინოს მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომელსაც შემდეგ პარლამენტი დაამტკიცებს. ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილია.
ამავე თემაზე:
· ვოლსკის თქმით, ცვლილებებს წინასაარჩევნოდ გეგმავდნენ, მაგრამ ღარიბაშვილმა “გადაწყვიტა, რომ ახლა ჯობია”