ნიკოლოზ რაჭველი:
იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…
ალექსანდრე, იგივე კორძი, არის ჩვენი დროის და ჩვენი ქვეყნის ერთერთი ყველაზე გამორჩეული, საუკეთესოთა შორის საუკეთესო მუსიკოსი, ნიჭიერი, პროფესიონალი, საერთაშორისო აღიარების მქონე ნათელი და გამოკვეთილი არტისტი, რომლის ყოველი გამოჩენა (სცენაზე თუ მეგობრების წრეში) არის დღესასწაული.
პროპაგანდამ როდესაც “ნაცების მომღერალი” შეარქვა მაშინ ვიფიქრე, ნეტავ იოტისოდენად მაინც თუ იციან მისი ხარისხის და მნიშვნელობის შესახებ, ნეტავ თუ იციან რომ მის შექმნილ სიმფონიურ თუ კამერულ ნაწარმოებებს სხვადასხვა ქვეყნის სიმფონიური ორკესტრები და კამერული ანსამბლები ასრულებენ, რომ მისი “საკამოტოს” პროექტი თავად დიდი კომპოზიტორის სიცოხლის ბოლო სიხარული აღმოჩნდა და ალექსანდრესადმი მადლიერების გრძნობით სავსემ დატოვა ამქვეყნიური სამყარო, ნუთუ იციან რომ ევროპული დარბაზები სიხარულით ეგებებიან მის კოლაბორაციებს, მის საინტერესო მოგზაურობებს ელექტრონული და აკუსტიკური ბგერების მისეული სინთეზის სამყაროში… არა, მათ ეს არც იციან, არც აინტერესებთ და ვერც გაიგებენ, რადგან კორძის გაგებას და აღქმას ორი საბაზისო რამ ჭირდება: გემოვნება და ინტელექტი.
მე ვამაყობ, რომ ასეთი მეგობარი და კოლეგა მყავს და კარგად ვიცი, რომ ის უკვე წერს თავის ღირსეულ ფურცლებს ქართული მუსიკის ისტორიაში, მათშორის სახალხო საპროტესტო მელოდიის რემიქსის ჩათვლით. Alex Kordzaia Kordz ![]()





