ნიკოლოზ რაჭველი: ამ წუთებში კიევში განგაშია და ცაში რეაქტიული დრონები დაფრინავენ. გვიან შესაძლოა ბალისტიკური თავდასხმა დაიწყოს, რაც კიდევ უფრო სახიფათოა… თუმცა უცნაური იცით რა არის?

ნიკოლოზ რაჭველი:
ალენდარულად ახალი დღე დაიწყო!
ამ წუთებში კიევში განგაშია და ცაში რეაქტიული დრონები დაფრინავენ. უკრაინული საჰაერო თავდაცვის ძალები ზოგს აგდებს, ჰაერშივე ანეიტრალებს, ზოგს კი ვერ… უფრო გვიან შესაძლოა ბალისტიკური თავდასხმა დაიწყოს, რაც კიდევ უფრო სახიფათოა… თუმცა უცნაური იცით რა არის?
დილით 10 საათზე თითქმის 90 მუსიკოსისგან შემდგარი ფილარმონიული სიმფონიური ორკესტრი და 70 მომღელისგან დაკომპლექტებული საგუნდო კაპელა რეპეტიციაზე დამხვდება, რათა ერთად ვიმუშავოთ არვო პიარტის და გია ყანჩელის შედევრებზე… ხვალ (ანუ უკვე დღეს) კიევის მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში პირველ კონცერტს დავუკრავ, როგორც სოლისტი, ვალენტონ სილვესტროვის დაბადების დღეა და მის მუსიკას შევასრულებთ სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან ერთად ჩემი უძვირფასესი მეგობრის, ბრწყინველე დირიჟორის ნატალია პონომარჩუკის ხელმძღვანელობით, ხოლო 3 ოქტომბერს თავად წარვუძღვები მუსიკალური ფესტივალის დახურვას, სადაც უმაგრესი პროგრამა გვაქვს და ვიცი, რომ დიდ სიამოვნებას მოვგვრით მობრძანებულ მსმენელს…
ასე მგონია ჩემი ცხოვრება ამ ყველაფრად ღირდა… შეგრძნება მაქვს, რომ აქამდე იყო შესავალი, ახლა კი არის ის, რის გამოც სულ სხვაგვარად აღვიქვამ წარსულს, აწმყოს და მომავალს…
მიყვარხართ ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო! მომიტევეთ, თუ ხანდახან საშიშ რეალობაზე გიყვებით… მჯერა, რომ სიკეთე დაამარცხებს ბოროტებას! და თუ ასე არ მოხდა მაშინ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, მათ შორის გენიალურ მუსიკას?!