ნიკოლოზ მეტრეველი: უსამშობლო ოპოზიციისთვის და მათი ჟურნალისტებისთვის, აფხაზეთი საქართველო არ არის და არც არასდროს იქნება

ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, ოკუპირებულ აფხაზეთში ჰუმანიტარული ტვირთის სახით საწვავის მიწოდების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ უსამშობლო ოპოზიციისთვის და მათი ჟურნალისტებისთვის, აფხაზეთი საქართველო არ არის და არც არასდროს იქნება. მისივე თქმით, საქართველოში უნდა განადგურდეს გლობალური ომის პარტიის უკანასკნელი ციტადელი – სოროსის ფონდი და მთლიანად დასავლეთის ნჯო სექტორი. „უსამშობლო ოპოზიციისთვის და მათი ჟურნალისტებისთვის, აფხაზეთი საქართველო არ არის და არც არასდროს იქნება. გავიმეორებ: როგორც კატონი მრავალი საუკუნის უკან გამუდმებით ითხოვდა კართაგენის დანგრევას, ზუსტად ასევე, საქართველოში დღეს უნდა განადგურდეს გლობალური ომის პარტიის უკანასკნელი ციტადელი – სოროსის ფონდი და მთლიანად გლობალური დასავლეთის ნჯო სექტორი!“ – წერს მეტრეველი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს