ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი გამსახურდია: “ნაცებო”, აფხაზეთი საქართველოა, მართალია თქვენი ბელადი, სააკაშვილი იძახდა, სოხუმი არასდროს ყოფილა ქართული ქალაქიო, მაგრამ ასე არ არის და არც იქნება

გიორგი გამსახურდია, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოდან საწვავის შეტანაზე ოპოზიციონერების რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს და “ნაცმოძრაობას” ახსენებს, რომ აფხაზეთი საქართველოა.
როგორც ის აღნიშნავს, თუ ქართველმა ბიზნესმენებმა ქვეყნის ერთი რეგიონიდან მეორეში ბენზინი შეიტანეს, ამით არაფერი დარღვეულა.
“აფხაზეთი საქართველოა ნაცებო, მართალია თქვენი ბელადი, ცნობილი გიჟი, მიხეილ სააკაშვილი იძახდა, რომ სოხუმი, არასდროს ყოფილა ქართული ქალაქიო, მაგრამ ეგრე არ არის და არც იქნება.
ქართველმა ბიზნესმენებმა კიდევ,თუ საქართველოს ერთი რეგიონიდან, მეორეში შეიტანეს საწვავი, კერძოდ ბენზინი, ამითი არაფერი არ დარღვეულა.
დაირღვა მაშინ, როდესაც თქვენ, ნაბიჭვარი რუსები, მსოფლიო ორგანიზაციაში შეათრიეთ, მიყიდეთ ყველაფერი და ბოლომდე დაუწექით,” – წერს გიორგი გამსახურდია.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.