ნიკა ნარსია, რომელსაც 15-დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, აეროპორტში დააკავეს

აქტივისტი ნიკა ნარსია, რომელსაც 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, საქართველოში დაბრუნებისას აეროპორტში დააკავეს.
ნიკა ნარსიას 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 18 სექტემბერს შეუფარდა. პროცესს თავად ნიკა ნარსია არ დასწრებია, რადგან ის საქართველოში არ იმყოფებოდა. თუმცა პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ნარსიამ გადაწყვიტა, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო, რათა 15-დღიანი პატიმრობის მოხდა 4 ოქტომბრამდე მოესწრო იმისთვის, რომ ამ დღეს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობა შეძლებოდა.
ნარსიას ადმინისტრაციული პატიმრობა გზის უკანონო გადაკეტვის გამო მიუსაჯეს. ჯამში მოსამართლემ ნარსიას 19 სამართალდარღვევის საქმე განიხილა – 19-ვე გზის უკანონო გადაკეტვას შეეხებოდა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა განმეორებით იწვევს სამართალდამრღვევის 5000-დან 10 000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 25 დღემდე ვადით. ნარსიას შემთხვევაში, მოსამართლემ 19 საქმის 15-დღიანი პატიმრობა განსაზღვრა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს