არქივი20 სექტემბერი, 2025, 12:25
ნიკა ნარსია, რომელსაც ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს

სამართალდამცველებმა სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს.
პოლიციამ ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავა, როდესაც ქვეყანაში შემოდიოდა.
ნარსიას დაკავების ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ნიკა ნარსია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ნიკა ნარსია არ დასწრებია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.