არქივი20 სექტემბერი, 2025, 11:37
ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია – მას ხელბორკილები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამთენიისას დაადეს. ნარსიას 15 დღიანი პატიმრობა ორი დღის წინ, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა შეუფარდა.
იმ დროს აქტივისტი საქართველოში არ იმყოფებოდა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილების გაგების შემდეგ, ქვეყანაში დაბრუნება გადაწყვიტა, რა დროსაც დააკავეს და იზოლატორში წაიყვანეს.
აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.