ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკა ეგაძემ ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა

ნიკა ეგაძემ ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა

მილანში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ნიკა ეგაძემ იასპარეზა. თავისუფალ პროგრამაში მან 175,16 ქულა მიიღო, ხოლო ორი პროგრამის ჯამში კი 260,27 ქულა დააგროვა და ოლიმპიადა მეათე ადგილზე დაასრულა.
აღნიშნულ შედეგამდე ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამაში 85,11 ქულა დააგროვა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში მამაკაცთა კატეგორიაში ოლიმპიური ოქრო ყაზახმა მიხაილ შაიდოროვმა მოიპოვა, ვერცხლი – იაპონელმა იამა კაგიამამ, ბრინჯაო კი იაპონელ სუნ სატოს ერგო.
15 თებერვალს უკვე წყვილების მოკლე პროგრამით ყინულზე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ვიხილავთ.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.