ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისტორიაში პირველად საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ისტორიაში პირველად საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ისტორიაში პირველად საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა ზამთრის ოლიმპიადაზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში თავისუფალი პროგრამით 146,29 ქულა მოიპოვა.
"მილანში ფიგურული ციგურაობის სპორტული წყვილების კატეგორიაში თავისუფალი პროგრამით იასპარეზა ლუკა ბერულავასა და ანასტასი მეტელკინას წყვილმა. მათ მსაჯებისგან 146,29 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში 221,75 ქულა დააგროვეს და ამ ეტაპზე მეორე ადგილზე იმყოფებიან.
მოკლე პროგრამაში წყვილმა 75,46 ქულა მოაგროვა, რაც მეორე შედეგი იყო. 17 თებერვალს უკვე ყინულზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვას ვიხილავთ.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი." - წერია სპორტის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფოტო: საქართველოს სპორტის სამინისტრო
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.