ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები პირველად ისტორიაში გუნდური ასპარეზობის ფინალშია

მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში 7 თებერვალს გუნდური ასპარეზობა გაგრძელდა.

მოკლე პროგრამაში საქართველოს სახელით ყინულზე იყო ნიკა ეგაძე, რომლის გამოსვლა 84.37 ქულით შეფასდა და საქართველოს 5 გუნდური ქულა მოუტანა.
6 თებერვალს რიტმულ ცეკვაში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა საქართველოს ნაკრებს 5 ქულა შესძინა, ხოლო ანასტასია გუბანოვამ – 6, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა კი – 9 ქულა.
7 თებერვლის შედეგით, საქართველოს ნაკრებმა 10 გუნდს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა და პირველად ისტორიაში ფინალის საგზური მოიპოვა.

პირველ ხუთეულში ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი აქვთ ამერიკელ სპორტსმენებს. მათ მოსდევენ იაპონიის, იტალიის და კანადის წარმომადგენლები.

ზამთრის ოლიმპიადის 7 თებერვლის შედეგებით, ყველაზე მეტი – სამი მედალი, თითო-თითო – ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს იტალიის, იაპონიის და ნორვეგიის წარმომადგენლებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…