ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკა გვარამია - ჩვენი დიდი შეცდომა იყო, რომ გადამწყვეტ არჩევნებში ისეთ სისტემაზე გადასვლაზე დავეთანხმეთ, რომელსაც არ ვიცნობდით - შეგვეშალა, მაგრამ დავიჭირეთ გაყალბებაზე

ნიკა გვარამია - ჩვენი დიდი შეცდომა იყო, რომ გადამწყვეტ არჩევნებში ისეთ სისტემაზე გადასვლაზე დავეთანხმეთ, რომელსაც არ ვიცნობდით - შეგვეშალა, მაგრამ დავიჭირეთ გაყალბებაზე

ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ გადამწყვეტ არჩევნებში ისეთ სისტემაზე გადასვლაზე დავეთანხმეთ, რომელსაც არ ვიცნობდით, ეს იყო შეცდომა , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, პარტიის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები ჟურნალისტებსა და საზოგადოებას, 26 ოქტომბერს არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, მტკიცებულებებსა და სხვადასხვა შინაარსის სტატისტიკებს აცნობენ.
მათი თქმით, მიუხედავად ამ შეცდომისა, მათ მოახერხეს გაყალბებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოგროვება.
„ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ გადამწყვეტ არჩევნებში ისეთ სისტემაზე გადასვლაზე დავეთანხმეთ, რომელსაც არ ვიცნობდით, ეს იყო შეცდომა - ვაღიროთ ყველამ, პოლიტიკურმა, არასამთავრობო და საზოგადოებრივმა სპექტრმა. სისტემა, რომელსაც არ იცნობ, არ უნდა გამოიყენო ისტორიული არჩევნების მომენტში. შეგვეშალა, მაგრამ დავიჭირეთ გაყალბებაზე“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამიამ ასევე, ჟურნალისტის კითხვასაც უპასუხა, რომელიც საქართველოს პროკურატურაში არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებასა და უწყებაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაბარებას შეეხებოდა.
ნიკა გვარამიას თქმით, საქართველოს პროკურატურამ ის ციხეში იმიტომ ჩასვა, რომ მისი მეუღლე ავტომობილს მართავდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ფაქტები გაყალბებასთან დაკავშირებით არსებობს და გამოძიებასთანაც თანამშრომლობენ.
„2 წლის წინ, მაგ [ქართულმა] გამოძიებამ ციხეში გამიშვა იმიტომ, რომ ცოლი მანქანას მართავდა, მე მეუბნებით, რომ ქართულ გამოძიებასთან უნდა ვითანამშრომლო? - რისთვის ვითანამშრომლო, რომ მე დამიჭირონ იმის ნაცვლად, რომ გამყალბებელი დაიჭირონ? რაზე ვითანამშრომლო. ფაქტები გვაქვს, ვინმე არ მივიდა გამოძიებასთან?“, - განაცხადა გვარამიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.