“ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა ეს იყო” – გვარამია

ამ წუთებში კოალიცია “ცვლილებისთვის“ იმ დარღვევების კრებულს წარადგენს, რომელიც მათი თქმით, არჩევნების გაყალბების მთავარი მტკიცებულებაა.
კოალიცია “ცვლიელებებისთვის“ ლიდერების თქმით, პრეზენტაცია ნათარგმნია და ის საერთაშორისო პარტნიორებს გადაეგზავნებათ.
ნიკა გვარამიამ ოპოზიციის შეცდომაზეც ისაუბრა:
“ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ გადამწყვეტ არჩევნებში ისეთ სისტემაზე გადასვლაზე დავეთანხმეთ, რომელსაც არ ვიცნობდით, ეს იყო შეცდომა“, -თქვა გვარამიამ და იქვე დასძინა, რომ მიუხედავად ამ შეცდომისა, მათ, გაყალბებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოგროვება მოახერხეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.