ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკა გვარამია - ჩვენი ამოცანაა, მოპარული ხმების დაბრუნება და სამშობლოს გამოხსნა „ორკებისგან“ - ეს ქვეყანა ჩვენია, ხალხმა რაც აირჩია, ისეთი პარლამენტი შედგება

ნიკა გვარამია - ჩვენი ამოცანაა, მოპარული ხმების დაბრუნება და სამშობლოს გამოხსნა „ორკებისგან“ - ეს ქვეყანა ჩვენია, ხალხმა რაც აირჩია, ისეთი პარლამენტი შედგება

ეს ქვეყანა ჩვენია და ხალხმა რაც აირჩია, ისეთი პარლამენტი შედგება - ირაკლი კობახიძე საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს, გამოდით მეგობრებო!, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საპროტესტო მსვლელობისას განაცხადა.
მისი თქმით, მათი ამოცანა მოპარული ხმების უკან დაბრუნებაა.
„ჩვენი ამოცანაა, მოპარული ხმების უკან დაბრუნება და სამშობლოს გამოხსნა ამ ორკებისგან და მახინჯებისგან, რომლებმაც ეს ქვეყანა წაგვართვეს. ეს ქვეყანა, ეს ქალაქი ჩვენია და [ხმებს] დავიბრუნებთ აუცილებლად. გამოდით!
ასე არ გამოვა, ეს ქვეყანა ჩვენია და ხალხმა რაც აირჩია, ისეთი პარლამენტი შედგება. ირაკლი კობახიძე საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს, გამოდით მეგობრებო!“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება. აქციას უერთდებიან პოლიტიკური პარტიები და სტუდენტები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.