დილიდან FB გადავიკითხე და ჩვეულებრივი მემატიანეა ჩვენი არათანმიმდევრულობის, არარაციონალური განსჯის და არცთუ კეთილსინდისიერი მიდგომების.
წუხელ ამერიკის კონგრესის ქვედა პალატამ ერთხმად დაამტკიცა უმნიშვნელოვანესი აქტი საქართველოში რუსულ-ჩინური გავლენების შესახებ. მეგონა, მხოლოდ ეს იქნებოდა დღეს მთავარი ამბავი და ერთიანნი ვიქნებოდით ქოცების ამ უმძიმესი მარცხით კმაყოფილებაში.
აი რა დამხვდა სინამდვილეში:
გუშინდელ დებატებზე რ2ზე რა საშინელება იყო იქ მისული ოპოზიცია და გუშინწინ წულუკიანი როგორ მოექცა იმედზე მისულ ოპოზიციას
რისთვის/ვისთვის იღებენ კანონს უცხო ქვეყნის მოქალაქეების პატიმრობის ვადასა და მათი საპატიმრო ექსტრადიციის შესახებ
ალიანსში არის თუ არა ნაცმოძრაობა თუ არ არის
და მუდმივი და უკვდავი თემა: რა საშინელებაა ოპოზიცია, “ერთმანეთთან დაპირისპირება როდის უნდა დამთავრდეეეესსსს”
სასოწარკვეთილებაზე, არასერიოზულობაზე, უტვინობაზე და უსინდისობაზე გრძელ სტატუსს დავწერდი, მაგრამ დღეს 21:30 ინგა გრიგოლიასთან ვარ და სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად მირჩევნია იქ ვილაპარაკო: სასოწარკვეთილებაზე, არასერიოზულობაზე, უტვინობაზე და უსინდისობაზე. თუმცა, პირველ რიგში იმაზე, თუ როგორი უმძიმესი მარცხი იწვნიეს წუხელ ქოცებმა და რა ელოდებათ კიდევ წინ.




