ნიკა გვარამია – ქართული პოლიცია არის მასობრივად და სისტემურად მწამებელი – ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს? გრიგოლ ბესელია უნდა დაიჭირონ და მზია ამაღლობელი გამოუშვან

გრიგოლ ბესელია უნდა დაიჭირონ და მზია ამაღლობელი უნდა გამოუშვან. ეს უნდა მოხდეს,- ამის შესახებ “ოპიზიციური ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ

,,ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “ტვ.პირველის” ეთერში გასულ კადრებს, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემენ სამართალდამცველები პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებს.

გვარამიას თქმით, ქართული პოლიცია არის ,,მასობრივად და სისტემურად მწამებელი”.

“მე რომ

მკითხოთ, ხელისუფლების უმოქმედობას საერთოდ არ აქვს ადგილი, უბრალოდ ეს ამბავი ჩვენ გავიგეთ მათი ნების საწინააღმდეგოდ, თორემ ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის ეს. ამ ფაქტმა გვაჩვენა ის, რომ ეს არის ყოველდღიურობა, ეს არის რუტინა. ქართული პოლიცია არის მასობრივად და სისტემურად მწამებელი, ბიძინა ივანიშვილის მსახური. ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს? გრიგოლ ბესელია უნდა დაიჭირონ და მზია ამაღლობელი უნდა გამოუშვან. ეს უნდა მოხდეს, სულ მცირე”. განუცხადა გვარამიამ “ინტერპრესნიუსს” საპროტესტო აქციაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…